რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს

რომის პაპმა ფრანცისკე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაგმო.

რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ. „ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და მამაკაცების ტანჯვა, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ ან ბომბებისგან გარბიან, ჩვენს სინდისს არყევს. კიდევ ერთხელ კაცობრიობას ემუქრება ძალაუფლების გაუკუღმართებული ბოროტად გამოყენება და პარტიული ინტერესები“, - განაცხადა რომის პაპმა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს